გიგი უგულავამ ყურბან-ბაირამი მიულოცა მუსლიმებს - "ეს არის დღე, როდესაც უფრო მეტად საერთო უნდა ვეძებოთ, ვიდრე განსხვავებები"

გიგი უგულავამ ყურბან-ბაირამი მიულოცა მუსლიმებს - "ეს არის დღე, როდესაც უფრო მეტად საერთო უნდა ვეძებოთ, ვიდრე განსხვავებები"

ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ მუსლიმანები დღეს.ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მრევლი გამთენიისას შეიკრიბა. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.

ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია - მორწმუნეები ღმერთს შინაურ ცხოველებს სწირავენ.

ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და გადიან მოსანახულებლად წინაპართა საფლავებზე.

ქართველ მუსლიმებს ყურბან ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნკე რიჟვაძემაც მიულოცა.
მრევლის ნაწილმა სადღესასწაულო ლოცვა დღესაც ქუჩაში აღავლინა ხალხის ჭარბი რაოდენობის გამო. ნაწილმა კი ბაირამი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე აღნიშნა და გიგი უგულავამ, ევროპული საქართველოს ლიდერმა, მიულოცა. 

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ღვთისადმი მსხვერპლშეწირვას ეხება და ბიბლიურ აბრაამამდე ადის.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთო საფუძვლები გვაქვს და ეს არის დღე, როდესაც უფრო მეტად საერთო უნდა ვეძებოთ, ვიდრე განსხვავებები," - აღნიშნა გიგი უგულავამ.