გიორგი ვოლსკი: ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არი

გიორგი ვოლსკი: ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არი

„თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ „ფრონტერას“ წარმომადგენლობაა“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეალურად, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ.

ისინი ოპერირებან 50 კვადრატული კილომეტრზე. ათჯერ მეტი ტერიტორია იყო, სადაც არცერთი სახის სამუშაოები არ ტარდებოდა და ხელშეკრულებას ოცი წლის განმავლობაში ცვლიდნენ. სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას და მით უმეტეს, დეზინფორამაციას ავრცელებს, არის "ფრონტერას" წარმომადგენლები.

„ფრონტერას“ ლობისტურ საქმიანობაში 240 000 დოლარი აქვს დახარჯული, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და გარკვეული ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტულად, „ფრონტერას“ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული კონგრესმენების ჯგუფთან ურთიერთობებს. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული არ აქვთ.

ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ამას თვალი უნდა გაუსწოროს იმ მხარემაც, რომელიც შესაბამისი ვერდიქტის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, რაც საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია "ფრონტერამ".

ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ მოშალოს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან" კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, გეგრძელებინა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის ნაწილში საქმიანობა, იქ სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა ჯერ კიდევ.