გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი - ელენე ხოშტარია

გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი - ელენე ხოშტარია

გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და ის სისტემის მსხვერპლია. ხოშტარიას შეფასებით, საქართველოში სასმართლო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.

"სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ამაზე ხშირად საუბრობენ ჩვენი პარტნიორები ძალიან ხმამაღლა.

გიორგი რურუას საქმეზე საუბრობენ ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, რომ საქართველოში სასამართლოში გამოიყენება პოლიტიკური ნიშნით. გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი - წერტილი. ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და იდევნება ამ სისტემის მხრიდან.

ეს სისტემა აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს, რომ კიდევ ერთი ადამიანი იდევნება სისტემის მხრიდან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 4 წლით.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობ