"გირჩის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული ცნობილია - სიის სათავეში ზურაბ ჯაფარიძეა

  "გირჩის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული ცნობილია - სიის სათავეში ზურაბ ჯაფარიძეა

პოლიტიკურმა მოძრაობა "გირჩმა" საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველი ათეული პრაიმერიზის მეშვეობით შეადგინა.

ათეული ასე გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე,იაგო ხვიჩია,ვახტანგ მეგრელიშვილი , ალექსანდრე რაქვიაშვილი , ჰერმან საბო , ლევან ჯგერენაია , ამირან ტორონჯაძე , ვახტანგ ზენაიშვილი , სანი თარხან-მოურავი , გიორგი ლომინაძე . 

ხმის მიცემა "გირჩის" ვებგვერდზე რეგისტრირებულ ადამიანებს შეეძლოთ და მათი ხმის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა პარტიისთვის გაწეული.