დღეს ლიკანში ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი დაზარალდე მათგან ერთ-ერთი მცირე წლოვანი ბავშვია

დღეს ლიკანში ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი დაზარალდე მათგან ერთ-ერთი მცირე წლოვანი ბავშვია

ლიკანში ავტოავარიის შედეგად, 13 მგზავრი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვია, რომელიც ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება.

ლიკანში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, რაც ნიშნავს ავტომობილის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

სურათის წყარო: "რუსთავი 2"