ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურებისთვის

ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურებისთვის

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკცი დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით. მამაკაცს ბრალად ედება საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურება. დღეს დილით გამთენიისას მამაკაცი აიყვანეს.

დაკავებული პირის ადვოკატმა ჯიტა გულუამ "კურიერს" უთხრა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ბრალს უარყოფს. მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს.