თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე

თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად გასულ დღეს 29 ივლის თანხა გამოართვა. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.