ინდოეთში გასულ დღეს 52 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის

ინდოეთში გასულ დღეს 52 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 123 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 775 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 1.58 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, 1.02 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.