სვანეთში დაკარგულ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ - დღე მე-15

სვანეთში დაკარგულ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ - დღე მე-15

სვანეთში დაკარგულ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ, უკვე მე-15 დღეა. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიცია, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს გუშინ შეხვდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მშობლებს გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან.