13 წლის ბავშვის კვალს უკვე მეშვიდე დღეა ვერ მიაგნეს - მესტიაში

13 წლის ბავშვის კვალს უკვე მეშვიდე დღეა ვერ მიაგნეს - მესტიაში

მესტიაში ახალგაზრდა ბიჭის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ახალგაზრდა ბიჭს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ, მაგრამ 13 წლის მოზარდის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ძიებაში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
"დაბნეულობაა იმ კუთხით, რომ გაურკვეველია, ოდნავი მისამართი მაინც არ ვიცით საით ვეძებოთ. არ გაჩერებულა ერთი წუთით არც სახელმწიფო სამსახურები, არც სოფლის მოსახლეობა, არც არავინ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შედეგი არ გვაქვს. აეროპორტიდან დაწყებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა კამერა გასინჯულია," - აცხადებს მურთაზ გულედანი, მესტიის მერის წარმომადგენელი.
ოჯახი მომხდართან დაკავშირებით პირად ვერსიებს არ გამოთქვამს. 
ახალგაზრდა ილია ფილფანის ასაკი - 13 წელი, ბოლოს შაბათ დილით ნახეს თუ როგორ გავიდა ველოსიპედით სახლიდან და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს.