17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200 ლარს მიიღებს - გიორგი გახარია

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200 ლარს მიიღებს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის კრიზისში, და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.