21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე სკოლის პერსონალის ტესტის პასუხის შედეგად, 21 პედაგოგს, მათ შორის, დირექტორს და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ინფორმაციას "რუსთავი 2"-თან საუბარში სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე ადასტურებს. მისი თქმით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ისინი, ამ დროისთვის, სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. მისი თქმით, არ იციან ჯერ სად გადაიყვანენ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სიმპტომი არავის აქვს.

 

წყარო - [Rustavi2.ge]