45 ახალი შემთხვევა კორონავირუსის - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია?

45 ახალი შემთხვევა კორონავირუსის - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია?

ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში - აცხადებს მარინა აზუგბაია. 

ასევე ეზუგბაია აცხადებს, რომ დაავადებამ შეიძლება ინტენსიური სახე მიიღოს, რადგან ახალი 45 შემთხვევა ქყვეყამაში პირველად დადასტურდა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ავადობის მაჩვენებელი გახლავთ უკვე ქვეყანაში 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში იმიტომ, რომ 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, რომელიც ჩვენთან არის, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა.

აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება," - მარინა ეზუგბაიამ.