კორონავირუსის 57ახალი შემთხვევა

კორონავირუსის 57ახალი შემთხვევა

მარინა ეზუგბაია საუბრობს 57 დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებზე და განმარტავს თუ საიდან არის შემოტანილი.

57 შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

„5 წყარო არის დონა, 14 პაციენტის წყაროა ქალაქი ბათუმი. 18 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით. 57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა“,- მარინა ეზუგბაია.

ასევე ეზიგბაიას თქმით 469 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში, მათგან 4 მძიმე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.