ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი აიყვანეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი აიყვანეს

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხადრი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა.

გამზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,” –  აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.