ახალი დეტალი ბაჩალიაშვილის საქმიდან

ახალი დეტალი ბაჩალიაშვილის საქმიდან

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს, ფეხსაცმელები არ ეცვა.

აღნიშნული ფაქტი ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც დაადასტურა.

ამოიღეს თუ არა სამართალდამცავებმა და გამომძიებლებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელები?, ამ კითხვას მიხეილ რამიშვილი პასუხობს - "თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები".

ბაჩალიაშვილების ადვოკატს, ჯერ-ჯერობით კონკრეტულ ან სხვადასხვა ვერსიებზე საუბარი უჭირს, რატომ არ ეცვა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშილს ფეხსაცმელი, როდესაც ის ავტომობილში იპოვნეს.

თამარ ბაჩლიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას ცხედარი არ უნახვს და არც გადმოსვენების კადრები და ფოტოები. ის ამბობს, რომ მხოლოდ მის მეუღლეს აქვს ნანახი ცხედარი, მაგრამ შოკური მდგომარეობის გამო ამოცნობა ვერ მოახერხა.