"უკვე რეალურად იწყება ქმედებების განხორციელება" - ბაჩალიაშვილის საქმე

"უკვე რეალურად იწყება ქმედებების განხორციელება" - ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შსს-ში მინისტრის მოადგინელს ვლადიმერ ბორცვაძეს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდა.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ოჯახის მოთხოვნაა FBI იყოს მაქსიმალურად ჩართული, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში მიიღებს ინფორმაციას ოჯახი.

ასევე რამიშვილი ამბობს, არაა გამორიცხული რომ შეხვედრა მოხდეს გენერალურ პროკურორთანაც.

"მოკლედ, შევხვდით მინისტრის მოადგილეს ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს და ამ შეხვედრას ესწრებოდა ბატონი მამუკა ჭელიძე. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის ფედერალურ ბიუროსთან, გაიგზავნა, რომ არის მზაობა. ახლა მიდის ის პროცესი, თუ რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, რომ როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე კითხვებზე ბოლომდე იყოს პასუხი გაცემული. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი. უკვე მოთხოვნა გაგზავნილია ძალოვანი სტრუქტურებიდან FBI-ში. უკვე ჩვენ გავცვალეთ კომუნიკაციების საშუალებები ერთმანეთთან. უახლოეს დღეებში მოხდება ინფორმაციის გაცვლა. უკვე იწყება რეალურად ქმედებების განხორციელება. 

ახლა დაველოდებით ჩვენ პასუხს, შესაბამისად, მივხვდებით, ეს არის ნამდვილად გადადგმული ნაბიჯია და დაიწყო მუშაობა, რაც ოჯახის მოთხოვნაა. თუ დავინახავთ, რომ ეს არის მოჩვენებითი პროცესი შევხვდებით კი არა სამინისტროდან გადავალთ მთავარ პროკურატურაში და იქ მოვაწყობთ ჩვენ მოთხოვნებს და იქ გვექნება ჩვენი პროტესტი. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა, რაც ბატონ ვლადიმერთან იყო არ იქნება მარტო დაპირება," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. 

ასევე ადვოკატი ამბობს, პირი, რომელიც ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს თავს, უკვე რამდენჯერმეა დაკითხული.

"რაც შეეხება ბაჩანას საკითხს, ის დაკითხულია მრავალჯერ. კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობები თამუნასთან, მის სამეგობრო წრესთან," - აღნიშნა რამიშვილმა.

ასევე გასულ დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს.