ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე რატომ თქვა FBI-იმ უარი?

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე რატომ თქვა FBI-იმ უარი?

ნინო ლომჯარიამ განცხადება გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, პროკუროთან შეხვედრის შემდეგ. 

აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ჩაერთვება.

„როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისთვის” და “გუგლისთვის”,-  ნინო ლომჯარია.

ინფორმაციისთვის, გამოძიების დაწყებდან, ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვდა FBI-ის ჩართვას.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.