ბაჩალიაშვილი - აქცია ამერიკის საელჩოსთან

ბაჩალიაშვილი - აქცია ამერიკის საელჩოსთან

ამერიკის საელჩოს წინ აქცია გაამართეს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახი ამერიკის საელჩოს წაარმომადგენელსაც შეხვდა.

შეხვედრის შემდგომ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ საელჩოს წარმომადგენელს დეტალურად აუხსნა მისი მდგომარეობა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ის ჩართვაზეც ისაუბრეს.

„ვთვლი, რომ ეს დიდი მიღწევაა, მე ამასაც არ ველოდი, რომ ვინმე შეგვხვდებოდა. მე ავუხსენი ყველა დეტალი რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არიან ჩარეულები. სამართლებრივად მათ თქვეს, რომ თავად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჩართულობა ამ საქმეში. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუ პროკურატურა FBI-ის ჩართულობაზე უარს იტყვის, საელჩოსთან შიმშილს დავიწყებ. ამ შეხვედრით მე მგონია, რომ ერთი აგური დავადგი სიმართლის დადგენას“,- განაცხადა მან.

თამარ ბაჩალიაშვილი თავისი ავტომობილით სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა, 18 ივლისიდან სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, 22 ივლის კი თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს.