ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია - მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროშია

ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია - მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროშია

ბაჩალიაშვილის ადვოკატ მიხეილ რამიშვილი, ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის გასაცნობად. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ კომპიუტერიდან შეძლებს აღდგენილი ფაილების და ინფორმაციის წაკითხვას.

„დეშიფრაცია დასრულდა. ეს პროცესი დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის წაკითხვის შედეგად გვეცოდინება თუ რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას პერსონალურ კომპიტერში.

ვნახავთ, გავივლით ექსპერტებთან ერთად და გვეცოდინება იყო შეღწევა თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია და აბსოლუტურად დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. ხედავთ, რომ ძალიან დიდი მასალაა, საკამოდ დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა რამიშვილმა.