ბეირუთის აფეთქება - არიან თუ არა გარდაცვლილებს შორის ქართველები

ბეირუთის აფეთქება - არიან თუ არა გარდაცვლილებს შორის ქართველები

დაღუპულთა რაოდენობა ბეირუთში ასამდე გაიზარდა, ბოლო მონაცემების მიხედვით დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით აფეთქების ასეთი შედეგებია. ლიბანმა ეს დღე 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა. [ვიდეო]

ქვეყანაში დაწესდა 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. გუშინ ადგილობრივი დროით 6 საათზე მოხდა აფეთქება დედაქალაქის პორტთან. 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზეც იგრძნობოდა ბეირუთიდან აფეთქების ტალღა.

აფეთქება გამოიწვია 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც საწყობში 6 წლის განმავლობაში ინახებოდა - აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი. ქვეყანა ზარალის შესამცირებლად 66 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, რომლის მიხედვითაც აფეთქებას უკავშირებენ ლიბანის ექს პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულ "ჰესბოლას" დაჯგუფების წევრებს. ვერდიქტს მოსამართლე პარასკევს გამოიტანს.

მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები მომხდარს ეხმიანებიან - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი. სალომე  ზურაბიშვილმა ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა. ასევე ბეირუთს დახმარება შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულ შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა.

სანდო წყაროზე დაყრდნობით - აფეთქებაში მოყვა რემდენიმე ქართველი, მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დაზუსტება.