ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს - აცხადებს ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი

ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს - აცხადებს ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი

ამ დროისთვის, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული დირექტორისა და კიდევ ერთი თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურა ითხოვს დაკავებული მედპერსონალის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, აცხადებს დაზარალებული ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი.

"სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ დაზარალებული მხარეს არ წარმოვადგენთ. სასამართლოზე შუამდგომლობით პროკურატურა შედის.  აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივად ამ საქმეზე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენების საშუალება. ბატონი მირზა, პაციენტის მამა ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ვინაიდან 20 თვის განმავლობაში ადამიანი ეძებს ნუგეშს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობა შეიცვალოს. რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული მტკიცებულებით, საერთოდ არ ჰქონდათ ამ ექიმებს საქმიანობის ლიცენზია. დაცვის მხარის სტრატეგია როგორი იქნება მათი საქმეა. ექსპერტიზები დანიშნულია, გაცნობილი ვარ სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულება, რომ ამ ხალხს, ლიცენზია და სერთიფიკატი არ ჰქონდათ, ფაქტია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია დამატებითაც აღმოჩნდეს ვინმე საბრალდებო სკამზე,"-განაცხადა "დღის კურიერში"  ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

2018 წელს სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყეენა, პაციენტი 25 წლის ქალია, რომელიც 20 თვეა რაც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ.