ჩნდება თუ არა ახალი მტკიცებულებები - შაქარაშვილის საქმეში?

ჩნდება თუ არა ახალი მტკიცებულებები - შაქარაშვილის საქმეში?

საქმის მასალები უნდა გადასცენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს დღეს, რის შემდგომაც გაირკვევა კონკრეტულად თუ რა ახალი მტკიცებულებები არსებობს საქმეში.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ არანაირი ხელჩასაჭიდი არ დევს საქმეში. პროცეს უკვე სასამართლოში გადადის.

"თუ ეს მტკიცებულებები 2 კვირის წინ არსებობდა და ბრალდების მხარე ამბობდა, რომ მაშინ არ ჰქონდათ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იმისათვის, რომ ბრალი წარედგინათ ამ ადამიანებისთვის, საინტერესოა რა შეიცვალა დღეს, რომ იგივე მტკიცებულებებით ბრალი წარუდგინეს მათ. საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გაგნიძემ და რევაზიშვილმა გზა გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს. თუ ეს ხალხიო ყველა ხევში იყო ჩასული, მაშინ ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს," - ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე