ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო გადახტა

ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო გადახტა

გვიან ღამით, ფოთში, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო გადახტა.

ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 20 წლამდე გოგონა ხიდის მოაჯირზე იჯდა და თავის მოკვლის მიზნით მდინარეში გადახტა.

ამდროისთვის უცნობია ახალგაზრდა გოგონას ვინაობა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები, სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.