დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს

დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი, ნუცა ბურდულაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ ინფორმაცია ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და იგი სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც საავადმყოფოს იურისტი ამბობს, საავადმყოფოში ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან სპეციალისტების ჩამოყვანა.

„სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. „თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში” დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბურდულაძემ.

რაც შეეხება ექიმის ლიცენზიას, იურისტის თქმით, შესაბამისი ორგანოები საკითხს გამოიკვლევენ და დასკვნას დადებენ.