დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდები დაიკარგნენ

კიდევ ერთი დაკარგვის ფაქტი, ამჯერად ორი ბავშვი უკვალოდ გაქრა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდები დაიკარგნენ

 

დედოფლისწყაროში ეძებენ 11 და 14 წლის ბავშვებს. ისინი გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ სახლიდან და იმის შემდეგ აღარ გამოჩენილან. მამის თქმით, ბავშვები თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდნენ. მამამ ასევე ახსენა, რომ მისი შვილები თბილისს არ იცნობენ.

 

მამამ შვილების დაკარგვა პოლიციას გააგებინა და პოლიცია უკვე ეძებს 11 და 14 წლის მოზარდებს.