დენდროლოგიურ პარკს მზემ სხივი სტყორცნა

3 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად დღეს ნებისმიერ ქართველს შეუძლია იხილოს უახლესი დენდროლოგიური პარკი.

დენდროლოგიურ პარკს მზემ სხივი სტყორცნა

3 წლიანი ცილისწამებისა და ვაივაგლახის გამოვლის შემდეგ როგორც იქნა მსოფლიო მასშტაბის უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობა დასრულებულია . დღეიდან ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ესტუმროს მას და დატკბეს ბუნების განუმეორებელი სასწაულებით.

„უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად და 3 წლის ცილისწამების და თეთრზე შავის ძახების მიუხედავად, საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვა და ჩვენი მოქალაქეები თვითონ, თავიანთი თვალით ხედავენ თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ამ პარკში, როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.