ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა

გასულ დღეს გამთენიისას, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა 1 წლის ბავშვი და ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მშობლები სახლში იყვნენ, მაგრამ ეძინათ.

"მშობ­ლე­ბი ღა­მე­ნა­თე­ვე­ბი იყ­ვნენ... მუ­შა­ო­ბენ, მათ ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. ორი დღე­ში ერთი წლის ხდე­ბო­და.

წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ჯერ სხვა არა­ფე­რი არ ვი­ცით, ვე­ლო­დე­ბით, რომ დაგ­ვირ­ე­კონ და მო­იყ­ვა­ნონ ბავ­შვი", - მეზობლები.