განუკითხაობა რუსთავში

განუკითხაობა რუსთავში

რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, შატაჟის და თანხის გამოძალვის გამო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წყვილს ჰქონდა გეგმა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ქალმა თავის უფროსთან რომანი გააბა.

ქალი თავის უფროსთან ერთად იაღლუჯის ფერდობზე ავიდა სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით, რის შემდეგაც ადგილზე ქმარი მივიდა, მალულად ვიდეო გადაიღო, სადაც შიშველ მდგომარეობაში იყო მამაკაცი აღბეჭდილი.

ქმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიეყან ცოლის უფროსს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ წყვილი შანტაჟისთვის იყენებდა ვიდეომასალას.

შანტაჟის პირველი მცდელობის შემდეგ, ცოლ-ქმარმა დაახლოებით 15,000 დოლარი გამოსძალა. მეორე მცდელობის შემდგომ მამაკცმა გადაწყვიტა, რომ მიემართა პოლიციისთვის, ამის შემდგომ რუსთავში პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა.