შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის ბიძას დაუპირისპირდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიწყო

შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის ბიძას დაუპირისპირდა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმე დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში იწყება. სასამართლოზე ადვოკატების გარკვეული ნაწილი მტკიცებულებების დაშვება-არ დაშვების თემაზე იმსჯელებს. ასევე ადვოკატების ერთი ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფებზე აღკვეთის ღონისძიებების შეცვლას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი, პატიმრობის გირაოთი შეცვლას.

 

ადვოკატები ახსენებენ ზოგიერთი მოწმის შეცვლილ ჩვენებებს რის გამოც მტკიცებულებები ამ ეტაპზე დაუშვებელია.

 

გამოძიება არასრულწლოვნებს ედავება ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარემ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა არ არის გამორიცხული ამ მუხლებს დაემატოს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლიც.

 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამაც მივიდა. მას ეცვა მაისური გიორგი შაქარაშვილის ფოტო-სურათით და წარწერებით. მან განაცხადა, რომ გამოძიების სამართლიანად ჩატარების იმედი არ აქვს. ზ.ხ-ს მშობლის თქმით, შაქარაშვილის ბიძას საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს და რასაც ის ამბობს სიმართლე არ არის.