შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე მაია ოშხარელმა შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

 

მოსამართლე მაია ოშხარელმა ეს განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი, დატოვა ძალაში პატიმრობა სასამართლომ, არც ის ინება, რომ გასულიყო სათათბირო ოთახში, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, არც ის განიხილა, რომ 11-დან შესაძლოა სხვადასხვა ყოფილიყო ბრალეულობა,’’ - თქვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს აგარაკზე მომხდარ დაპირისპირების პირველ ნაწილთან დაკავშირებით. საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ, ხოლო დანარჩენი 8 ბრალდებული ბრალს არ აღიარებენ. საქმის პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს ბრალდებულთა მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება.

 

სასამართლოს ასევე შუამდგომლობით მიმართა დაცვის მხარემ, რათა აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალათ, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

შემდეგი პროცესი ჩატარდება 31 ივლისს.

 

გიორგი შაქარაშვილი ერთი თვის წინ, 18-19 ივნისს დაიკარგა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ის გარდაცვლილი იპოვეს. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი და ვინ მფარველობს მკვლელს ან მკვლელებს.