გოგი თოფაძე - "თითქმის მომიკლეს შვილიშვილი, შემეცოდება?!"

გოგი თოფაძე - "თითქმის მომიკლეს შვილიშვილი, შემეცოდება?!"

გოგი თოფაძე შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ჩხუბის ღამეს იხსენებს.

„ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ალბათ ერთი დღე კიდევ ასე იქნება. ოპერაცია ჩაუტარდა ოთხივე ჭრილობაზე. შეიძლება კიდევ დაგვჭირდესო.

პოლიციაში მე ვიყავი, ჩემი ცოლი და ის 4 ბავშვი, ვინც იყო იმ ღამეს ჩვენთან სახლში. დილის 5 საათზე რომ შემოგივარდება კაცი და ამ ქალბატონთან რაღაც… დავანებოთ ამას თავი და თითქმის მომიკლა შვილიშვილი, რა უნდა გავაკეთო, შემეცოდება?

რაც მოხდა ეს ტრაგედია ბავშვთან არ მილაპარაკია,  პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო წივილ-კივილი, ჩვენ გვეძინა. დაინახა რომ ურტყამდნენ მის შვილიშვილს, კინაღამ თვითონაც მოყვა ამაში. ჩვენ რომ ამოვედით ის უკვე გაქცეული იყო.

დანით არის დაჭრილი, მეტი მე არ ვიცი,“ – განაცხადა გოგი თოფაძემ.