ილია ფილფანს 1 თვეა უშედეგოდ ეძებენ - 2 შესაძლო ვერსია დაკარგვის შესახებ

ილია ფილფანს 1 თვეა უშედეგოდ ეძებენ - 2 შესაძლო ვერსია დაკარგვის შესახებ

13 წლის ილია ფილფანს დაახლოებით 1 თვეა უშედეგოდ ეძებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ბავშვის კვალი არსად ჩანს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოქალაქეებს შეტყობინების სახით მოკლე ტექსტი და მოზარდის ფოტოსურათი გაუგზავნა.

სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად მიმდინარეობს, ასევე მოხალისეთა ჯგუფებიც ერთვებიან.

სოფელი ლენჯერის მერიის წარმომადგენლმა, მურთაზ გულედანიმ გაავრცელა ორი შესაძლო ვერსია, ილია ფილფანის დაკარგვის შესახებ, პირველი ვერსიის მიხედვით, მესტიის-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით ბავშვი ტყეში დაიკარგა.

“თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს” – აცხადებს მურთაზ გულედანი.

“დავათვალიერეთ ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც გზაზე მდებარეობს, მათ შორის არის ბენზინგასამართ სადგურებზე, მაღაზიებსა და სხვა კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების სათვალთვალო კამერები, მაგრამ ბავშვი არსად არ ფიქსირდება” – მურთაზ გულედანი