იტალიელი ექიმი აცხადებს, რომ 25 წლის გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა - "იმედი გვაქვს საბოლოოდ, სიმართლე გაიმარჯვებს"

იტალიელი ექიმი აცხადებს, რომ 25 წლის გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა - "იმედი გვაქვს საბოლოოდ, სიმართლე გაიმარჯვებს"

რობერტო აგაცი იტალიელი ექიმი, რომელსაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამო ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავასთან ერთად ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევას ედავებიან, განცხადებას ავრცელებს.

აგაცი გამოეხმაურა პროკურატურის ინფორმაციას და ადასტურებს თანამშრომლობას ქართველ ექიმებთან 2016-2018 წლებში. იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ პაციენტების განკურნების პროცესი ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

"მსურს გამოვეხმაურო 4 აგვისტოს პროკურატურის ინფორმაციას და ასევე იმ ინფორმაციას, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, იტალიელმა ექიმებმა წარმატებით ვითანამშრომლეთ ქართველ ექიმებთან 2016-2018 წელს პაციენტების განკურნების პროცესში. ეს პროცედურები ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ადგილობრივი ექიმების მიდგომებით პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, რადგან მათ გამოავლინეს უნარი, გამკლავებოდნენ მთელ მკურნალობის პროცესს. როგორც წინასწარ, პროცედურის ჩატარების პროცესში და ასევე პროცედურის ჩატარების შემდგომ – ძალიან მოტივირებულ და მაღალ პროფესიონალურ დონეზე.

მიუხედავად ზოგიერთი სამწუხარო სამედიცინო გართულებისა, რომლებიც საერთო ჯამში ჯანდაცვის სფეროში არსებობს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იყო და ქართველ პაციენტებს საშუალება მისცა თანამედროვე მკურნალობის საშუალებები მიეღოთ.

შოკირებული და აღშფოთებულები ვართ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მედიის მხრიდან გავრცელდა. ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართველი კოლეგებისადმი როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.

ჩვენ ვეყრდნობით სათანადო კვლევას და გამოძიებას. იმედი გვაქვს საბოლოოდ, სიმართლე გაიმარჯვებს,"- აღნიშნულია იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი განცხადებაში.