კარანტინში მოთავსებული კაცი მეოთხე სართულიდან გადახტა

კარანტინში მოთავსებული კაცი მეოთხე სართულიდან გადახტა

სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კარანტინში გადაყვანილი პირი. ამჟამად პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის მოთავსებული.

პირი დილის ოთხ საათზე შეიყვანეს კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. - აცხადებს ერთერთი ექიმი.

„რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო, დილის 4 საათზე შემოიყვანეს”,- აცხადებენ კლინიკაში.

ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმში.