კლუბების და ფესტივალების მიმართვა მთავრობას

კლუბების, ფესტივალებისა და ბარების მეპატრონეებმა და დამხმარე პერსონალმა მიმართა მთავრობას

კლუბების და ფესტივალების მიმართვა მთავრობას

კლუბების, ფესტივალებისა და ბარების მფლობელები მთავრობისგან მოითხოვენ რეგულაციების ისე განსაზღვრას, რომ საქმიანობის გაგრძელება სრულფასოვნად შეძლონ. მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ კლუბებსა და ბარებს არანაირი ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში, დაწესებულების გარკვეული ნაწილი საერთოდ დაიხურება და დამხმარე პერსონალის უდიდესი ნაწილი უმუშევრად დარჩება. ის ხალხი რომელმაც განცხადებაზე ხელი მოაწერა, უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრას ითხოვენ.

 

„ჩვენ არ ვითხოვთ არავითარ განსაკუთრებულ მიდგომას და დახმარებას, უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაგვაყენებთ, რომ საერთოდ გავჩერდეთ,“ - ამბობს "Altervision Group"-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი დათო ცინცაძე, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფომ ისინი სრულიად ქაოტური რეგულაციების გაცემის შემდეგ, წაახალისა და შემდეგ დააჯარიმა. 

 

ერთ-ერთი ფესტივალი იმის გამო ჩაიშალა, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა საქმიანობის გაგრძელება და ფესტივალის ჩატარების უფლება არ მისცა. სხვა ფესტივალები კი ქაოტური რეგულაციების გაცემის შემდეგ დაჯარიმდნენ 10 ათასი ლარით.

 

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ შევხვდეთ უფლებამოსილ სტრუქტურებს, რომ ამ პარასკევიდანვე მოგვეცეს საქმიანობის გაგრძელების უფლება. ძალიან ბევრი ადამიანი, თუ ამ შაბათ-კვირას არ ჩატარდება ივენთები, დარჩება ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე. ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოყოფს იმისთვის, რომ კონკრეტულად ეს ინდუსტრია და მასში დასაქმებული ადამიანები გადარჩნენ,“ - ამბობს კომუნა "მზესუმზირას" დამფუძნებელი ვახო ქავთარაძე.