კომუნალურების ანაზღაურება

კომუნალურების ანაზღაურება

დღეს მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ზამთარში, 4 თვის მანძილზე, მთავრობა საზოგადოებას კომუნალურებს აუნაზღაურებს.

"მესამე ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგან ვხედავთ რომ ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება. იმისათვის რომ საზოგადოების ოჯახის წევრების შემოსავლის კლება არ დაფიქსირდეს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ეს იქნება: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. კომუნალური ანაზღაურება მოხდება იმ პრინციპით, რაც პანდემიის პერიოდში იყო,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.