კორონავირუსის ახალი შემთხვევები

კორონავირუსის ახალი შემთხვევები

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დღეს მხოლოდ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, – მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1394-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთ რიცხვი 1132-მდე გაიზარდა.

განკურნებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და ამჟამად 1 132-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41-ი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17-ი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.