კოვიდინფიცირებული 6 პირი მძიმე მდგომარეობაშია - მარინა ეზუგბაია

კოვიდინფიცირებული 6 პირი მძიმე მდგომარეობაშია - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია ავრცელებს კოვიდინფიცირებულებზე შემდეგ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დღესდღეობით 245 პაციენტი მკურნალობს საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში, მათგან 6-ის მდგომარება კრიტიკულად მძიმეა, ასევე 22 პაციენტი მძიმე მდგომარეობად ფასდება.

გუშინდელი მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, 38 კოვიდინფიცირებული იყო, რომელთაგან 5 გამოჯანმრთელდა.

"დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა," - მარინა ეზუგბაია. 

დღეის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით 1370 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.