სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ბრალდებული ბრალს აღიარებს

ყოფილ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენზე თავდასხმისთვის ბრალდებული ბრალს აღიარებს

სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ბრალდებული ბრალს აღიარებს

სულაბერიძეზე, ყოფილ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა, თუმცა დუმილის უფლებას იყენებს. ირაკლი ღლონტს ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ. ხვალ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებებზე იმსჯელებს.

 

დანაშაულის მოტივის პირველადი ვერსია საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ წილი იყო, რის გამოც სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში დაობს. თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოტივი „დინამოს“ წილები არ ყოფილა, არამედ პირადი მიზეზები იყო.

 

ამ ეტაპზემოტივებთან დაკავშირებითთავს ვიკავებ ინფორმაციის გახმაურებისგანდაველოდებით ბრალის წარდგენას... ამოღებულია საბრძოლო ვაზნა და რამდენად არის საბრძოლო მდგომარეობაშიეს გადაწყდება ექსპერტიზით, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სულაბერიძეს წყნეთის გზატკეცილზე ცეცხსასროლი იარაღით საკუთარ მანქანაში ესროლეს.

 

კომფლიქტის მიზეზი ნაწილობრივად დადგენილია, თუმცა იყო თუ არა საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ წილები დავის ერთ-ერთი მიზეზი, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.