ლევან თოფაძე, ისევ რეანიმაციაში რჩება - ბუსა ჟვანიას ბრალს სამედიცინო დაწესებულებაში წარუდგენენ

ლევან თოფაძე, ისევ რეანიმაციაში რჩება - ბუსა ჟვანიას ბრალს სამედიცინო დაწესებულებაში წარუდგენენ

ბიზნესმენი გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე რეანიმაციაში იმყოფება, ამ დრომდე. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ოპერაციები ჩაუტარდა, ამჟამად სტაბილურად იმყოფება.

დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ის ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ გამომძიებლებს. სწორედ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შედგება საგამოძიებო ქმედებები, რომელიც ბრალის წარდგენის პროცედურას ითვალისწინებს.

ინფორმაციას დაკავებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუცლის არეშია ჭრილობა, ცივი იარაღით მიყენებული. არ დასჭირდა ოპერაცია," - განაცხადა ბესარიონ ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.