მაშველებმა მეორე ცხედარი იპოვნეს

მაშველებმა მეორე ცხედარი იპოვნეს

მაშველებმა მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს. ცხედარი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ის "ბაუჰაუსის" მეორე დაკარგული თანამშრომელია.

მტკვარში მყვინთავებმა და მაშველებმა მეორე ცხედარი იპოვნეს, მაგრამ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ჯერჯერობით. სავარაუდოთ, ისიც "ბაუჰაუსის" თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი 30 წლამდეა.

დღეს მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ის "ბაუჰაუსის" თანამშრომელი გოგონაა.