მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც შემთხვევით დედა დაეჯახა

მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც შემთხვევით დედა დაეჯახა

სოფელ ტყაიაში დედა საკუთარ შვილს, 6 წლის გოგონას, მსუბუქი ავტომობილით დაეჯახა საკუთარ სახლთან. ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს გოგონა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.