პროდუქტის ფალსიფიკაცია, რომელი პროდუქტის გამო დააკავეს დირექტორები?

პროდუქტის ფალსიფიკაცია, რომელი პროდუქტის გამო დააკავეს დირექტორები?

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის გამო ორი კომპანიის დირექტორი დააკავეს, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

უწყების ინფორმაციით - ნახევარფაბრიკატების წარმოებისას, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდის მიზნით და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების გამო, პროდუქციის ხარჯის შესამცირებლად, გამოიყენეს დაბალფასიანი პროდუქტი, წარმოებისთვის აუცილებელი შიგთავსის გამოყენების ნაცვლად.

პროდუქტში ტენის, ცილის, ნახრშირწყლების, ცილის მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა, ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

დანაშაულის სასჯელი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობას.