რა ჰქონდა გადაღებული თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს?

რა ჰქონდა გადაღებული თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს?

მიხეილ რამიშვილის თქმით 23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილს, გაუჩინარებამდე 18 ივლის ჰქონდა გადაღებული 6 ფოტო.

ასევე მიხელი რამიშვილი ამბობს, თამარს ისეთი ფოტოები ჰქონდა გადაღებული, რომ თვითმკვლელობის სურვილი ან განწყობა არ უნდა ჰქონოდა. სურათებში საკუთარ თავს ეპრანჭება.

„18 ივლისის სელფი აქვს გადაღებული დილის 10 საათსა და 3 წუთზე. 6 სურათი აქვს ბავშვს გადაღებული.

იცით როგორი განწყობის სურათებია? ვერავინ ვერ იტყვის, რომ მას აქვს თვითმკვლელობის განწყობა. ადამიანი, რომელიც საკუთარ სილამაზეს და საკუთარ თავს ეპრანჭება, სხვადასხვა იერსახით გადაღებული.

საერთოდ როდესაც კომპიუტერი სუფთავდება, არ შეიძლება ნაწილობრივ დატოვო ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა. ამიტომ ვამბობ, რომ ის არ არის თამუნას მიერ წაშლილი. თამუნა თუ წაშლიდა, ისეთ მდგომარეობაში დატოვებდა, როგორიც უნდა ჩაებარებინა [კომპანია ზეგ-ისთვის]. არ უნდა დატოვებულიყო სისტემური ჩანაწერები და თავისი ფოტოები ბიძაშვილის ფოტოები. ანუ ნაწილობრივ არის ის, რაც ვიღაცას არ აწყობდა რომ დარჩენილიყო“, – მიეილ რამიშვილი