რა ირკვევა პროკურატურის გავრცელებული ვიდეოდან? - შაქარაშვილის საქმეზე

რა ირკვევა პროკურატურის გავრცელებული ვიდეოდან? - შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა საქართველოს პროკურატურამ.

ბრიფინგიდან ირკვევა, რომ ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ავრცელებს 5 წუთიან ვიდეომასალას, სადაც აღწერილია 2020 წლის 18 ივნისის ღამე.  [ვიდეო]

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-ს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული