რა მიზეზით გაიტაცეს და რატომ სცემეს 37 წლის მამაკაცი?

რა მიზეზით გაიტაცეს და რატომ სცემეს 37 წლის მამაკაცი?

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 5 პირი აიყვანა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. დაკავებული წარსულში ნასამართლები პირები: 1980 წელს დაბადებული კ.ს; 1981 წელსდაბადებული გ.ქ; 1984 წელს დაბადებული ა.მ; 1990 წელს დაბადებული გ.გ. და 1992 წელს დაბადებული გ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების ცნობით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მიზნით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ – ს, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი – გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.