"სცემეს და მდინარეში გადააგდეს" - რამდენ პირს დაუმძიმდა ბრალდება - შაქარაშვილის საქმეზე?

"სცემეს და მდინარეში გადააგდეს" - რამდენ პირს დაუმძიმდა ბრალდება - შაქარაშვილის საქმეზე?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული აქედან 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გაიმართა. 5 დაკავებულს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ, რაც 13- დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ მდინარე არაგვის ნაპირამდე სდიეს, იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს.