რამდენი ხნით გადაიწია ავტომობილების განბაჟების დრომ?

რამდენი ხნით გადაიწია ავტომობილების განბაჟების დრომ?

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ავტმობილების განბაჟებასთამ დაკავშირებით, მისი თქმით განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება და ასევე მოიხსნება საურავების დარიცხვა.

"კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.