135 ათასი გრიპის ვაქცინა - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

135 ათასი გრიპის ვაქცინა - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

ამირან გამყრელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოქტომბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში 25-მდე გაიზრდება კორონავირუსის დიაგნოსტირების ლაბორატორიები.

ასევე აცხადებს, რომ შეძენილია გრიპის 135 ათასი ვაქცინა, რომლითაც რის ჯგუფში მყოფი პირები აიცრებიან.

"დღეს მოქმედებს სახელმწიფო და კერძო 21 ლაბორატორია და კიდევ ემატება რამდენიმე ლაბორატორია. ალბათ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე 25-მდე ავალთ. ყველა ამ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი მოლეკულური ტექნოლოგიით დიფერენციარული დიაგნოსტიკა, არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია.

შესყიდული გვაქვს 135 ათასი გრიპის ვაქცინა, რომელსაც ველოდებით ოქტომბრის 10-დან 15-მდე. სამწუხაროდ, მსოფლიოში ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია. შარშან გვქონდა 100 ათასი, წელს 135 ათასი ვიყიდეთ. ახლა არის მცდელობა, კიდევ 100 ათასის დამატებით ყიდვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია, ვცდილობთ, სხვადასხვა ბაზარზე დამატებითი 100 ათასის მოპოვებას. ​

გრიპის აცრაზე ჩვენთან კულტურა საკმაოდ გაიზარდა, 2015-ში ავცერით 5 ათასი, შემდეგ 10, შემდეგ 20, შემდეგ 40 ათასი და შარშან 100 ათასი.

წელს მოთხოვნა მეტი იქნება, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო აცრებით, პირველ რიგში, აიცრებიან რისკ ჯგუფები - ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, დიაბეტიანები და ჩემი კოლეგები, რადგან წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი. წელს კერძო სექტორიც აქტიური იქნება და მოგიწოდებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც არ შედიხართ რისკ-ჯგუფში, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ,"- ამირან გამყრელიძე.